Belive

ბელინგემმა პირველობა დაიბრუნა - Goal.com-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა რეიტინგი განაახლა

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ვერსიით, ამ ეტაპზე ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემია:

,,24 გოლი და 16 საგოლე გადაცემა 2023-2024 წლების სეზონში. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გასული სეზონის პირველ ნახევარში, ჯუდ ბელინგემი, რეალის გარემოს მოერგო ისე, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ არავის გაუკეთებია. ინგლისელმა ბევრ გოლთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

ბოლო პერიოდში მის ირგვლივ აჟიოტაჟმა იკლო, ნაწილობრივ, ამის მიზეზი ტრავმა და დისკვალიფიკაციაა, თუმცა სიტისთან დაპირისპირებაში დაუღალავი თამაშით ჯუდის ფავორიტობაზე საუბარი ისევ დაიწყო.

ამის შემდეგ მან ევრო 2024-ზე ინგლისის ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი გოლებიც გაიტანა და ახლა მას და მის თანაგუნდელებს ტიტულამდე მხოლოდ ორი მოგება აშორებთ, - წერს Goal.

Goal.com-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში მოხვდნენ ვინისიუს ჟუნიორი, კილიან მბაპე, როდრი და ჰარი კეინი. ოცეულში კი ყველაზე მეტი ფეხბურთელი სწორედ ,,რეალიდანაა''.

,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ჯუდ ბელინგემი

  2. ვინისიუს ჟუნიორი

  3. კილიან მბაპე

  4. როდრი

  5. ჰარი კეინი

  6. ტონი კროოსი

  7. ფილ ფოდენი

  8. ფლორიან ვირცი

  9. დანი კარვახალი

  10. ლაუტარო მარტინესი

  11. ერლინგ ჰოლანდი

  12. ბუკაიო საკა

  13. ფედე ვალვერდე

  14. ლამინე იამალი

  15. ნიკო ვილიამსი

  16. ლეო მესი

  17. ვირჯილ ვან დაიკი

  18. როდრიგო

  19. კოდი გაკპო

  20. ჯამალ მუსიალა

სხვა სტატიები