ბელინგემმა ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა?!
ინგლისის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა სამი ლომის ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი დაკარგა.
ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, მანამ სანამ ჯუდ ბელინგემი ძველ სათამაშო ფორმას არ აღიდგენს, ტომას ტუხელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ, მის ნაცვლად მორგან როჯერსს განიხილავს.
🚨💣 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄: Jude Bellingham has been informed that he no longer has a guaranteed starting spot for England.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) February 6, 2026
Unless his performances improve significantly, Thomas Tuchel is expected to start Morgan Rogers ahead of him at the World Cup. pic.twitter.com/i3pGndI1b6
22 წლის ჯუდ ბელინგემი ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში ნაკრების მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში 6 გოლი გაიტანა.