Belive

ბელინგემი: "ზიდანი ჩემზე ელეგანტური იყო"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯუდ ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზა - ინგლისელმა ნახევარმცველმა ბრწყინვალე დარტყმით აიღო მეტოქის კარი და მადრიდის რეალს პსვ-სთან დამაჯერებლად დამარცხებაში დაეხმარა (5:1). მისმა მორიგმა საფეხბურთო შედევრმა კლუბის ლეგენდასთან, ზინედინ ზიდანთან ისევ გააჩინა პარალელები, რასაც თავად ფეხბურთელისგან საოცრად თავმდაბალი გამოხმაურება მოჰყვა.

სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ბელინგემი შესანიშნავ კონდიციებშია და სტაბილურად ლიდერობს რეალს ევროპულ ასპარეზზე. მისმა ბოლო გაბრწყინებამ საფეხბურთო სამყარო აღაფრთოვანა - გულშემატკივრები და ექსპერტები ინგლისელ შუახაზელს პირდაპირ ადარებენ მადრიდული კლუბის საკულტო ფიგურას, ზინედინ ზიდანს.

დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, მედიასთან საუბრისას ბელინგემმა სწრაფადვე გაავლო ზღვარი საკუთარ თავსა და ზიდანს შორის.

ზიდანთან შედარებები? არა, ეს უკვე მეტისმეტია - კარგი გოლი გამომივიდა, ძირითადად ახლოდან გამაქვს და ამიტომ ეს მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ზიზუ სხვაა. ჩემზე ბევრად უკეთესია, გაცილებით დახვეწილი და ელეგანტურია. ის ჩემი ბავშვობის კერპია და ჩემზე ბევრად მაღლა დგას. - განაცხადა ჯუდ ბელინგემმა

რეალს ჩემპიონთა ლიგაზე 5-დან 5 მოგება აქვს და ლიგის ფაზას უდანაკარგოდ ლიდერობს.

სხვა სტატიები