ბელგიის უმაღლეს ლიგაში მატჩი VAR-ის შეცდომის გამო განმეორდება
ბელგიის უმაღლეს ლიგის მე-19 ტურის მატჩი, რომელიც 23 დეკემბერს გაიმართა VAR-ის შეცდომის გამო განმეორდება. შეხვედრაში "ანდერლეხტმა" "გენკი" 91-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2:1 დაამარცხა.
მატჩის განმეორების მიზეზი არის ის, რომ 23-ე წუთზე "გენკის" სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა ფეხბურთელ ბრაიან ჰეინენის თერთმეტმეტრიანი კასპერ შმეიხელმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე "გენკის" თავდამსხმელმა, ირა სორმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებით გოლი გაუქმდა, რადგან ფეხბურთელი დროზე ადრე შევიდა საჯარიმოში ვიდრე ეს უნდა გაეკეთებინა.
"გენკმა" ამ მომენტის შემდეგ პროტესტი გამოთქვა, თავდაპირველად ეს პროტესტი უარყვეს, მაგრამ აპელაციის შემდეგ პროფესიონალური ფეხბურთის დისციპლინურმა საბჭომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღო.
მსაჯთა კომიტეტმა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს თავიანთი შეცდომა იყო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მატჩი.
De Disciplinaire Raad voor het Profvoetbal heeft beslist dat de wedstrijd Anderlecht – KRC Genk van eind vorig jaar dient te worden herspeeld.
— KRC Genk (@KRCGenkofficial) January 26, 2024
🔗 Meer info: https://t.co/hxRHkdbfRi
Forza Racing 💙#krcgenk #mijnploeg