Belive

ბელგიის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს, ცნობილია.

ბელგიის ნაკრები, რომელიც A ჯგუფში, მასპინძელი საქართველოს, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, თბილისში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვა.

ბელგიელთა შემადგენლობაში ისეთი ვარსკვლავები იქნებიან, როგორებიც “მილანის” ფეხბურთელები – შარლ დე კეტელარე და ასტერ ვრანქსი არიან. ასევე “პსვ”-ს ფორვარდი – იოჰან ბაიაკიოკო. თბილისს ასევე ესტუმრება, “საუთჰემპტონის” საკმაოდ გამოცდილი ნახევარმცველი – რომეო ლავია.

საქართველოსა და ბელგიის 21-წლამდე ნაკრებები ერთმანეთს A ჯგუფის პირველი ტურის მატჩში, 24 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შეხვდებიან – შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები