ბეილმა სტადიონი მაშინ დატოვა, როდესაც რეალი სოსიედადთან 1:4-ს აგებდა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კოპა დელ რეის 1/4 ფინალში "რეალი" შინ "სოსიედადთან" 3:4 დამარცხდა და თასიდან გამოვარდა. მადრიდელთა განაცხადში კვლავ არ იყო გარეთ ბეილი, რომელიც 1 თვეა ტრავმირებულია. როგორც მოგეხსენებათ, უელსელს "სამეფო კლუბთან" ურთიერთობა გაუფუჭდა და დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, ესპანეთს დატოვებს. გუშინდელი თამაშის 82-ე წუთზე, როდესაც "რეალი" "სოსიედადთან" 1:4-ს აგებდა, ბეილმა სტადიონი დატოვა და სახლისკენ გაემართა. საგულისხმოა, რომ გარეთი ზიდანის გუნდის შეხვედრიდან ნაადრევად წინა თვეებშიც წასულა.
📺 #DirectoGol
🚗 @GarethBale11 se marchó del Santiago Bernabéu en el minuto 82 pic.twitter.com/9ISm7ED70V— GOL (@Gol) February 6, 2020