სიტის ფანები: "მედიაში არავის უფიქრია, რომ ჩვენი ბანერი სხვას მიემართებოდა"
"მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებმა, "რეალთან" შეხვედრის წინ 'ორიგინალური' რამ მოიფიქრეს და გამოიტანეს უზარმაზარი ბანერი წარწერით - 'შეწყვიტე ქვითინი'. ბანერზე გამოსახულია როდრი, რომელიც ოქროს ბურთის მიღებას აღნიშნავს. მატჩის შემდეგ ვინისიუსმა განაცხადა, რომ ბანერი დაინახა და ამან უფრო მეტი მოტივაცია მისცა. ყველამ იფიქრა, რომ ეს ბანერი სწორედ ვინისიუსის "დაცინვას" ემსახურებოდა, თუმცა სიტის გულშემატკივრების ერთ-ერთ ჯგუფში დაიპოსტა, რომ უცნაურია, მედიამ ეს წარწერა მხოლოდ ვინისიუსის მისამართით რომ წარმოიდგინა.
ვერავინ გააცნობიერა მედიაში, რომ ადამიანი, რომელზეც ბანერი იყო მიმართული მოედანზე არც კი ყოფილა. ფლორენტინო პერესი. სწორედ მან წამოიწყო შეურაცხყოფის კამპანია როდრის წინააღმდეგ და ცერემონიის ბოიკოტი მისი კლუბის ფეხბურთელების მიერ. შედეგის მიუხედავად, ჩვენი სათქმელი უნდა გაჟღერებულიყო - ვკითხულობთ პოსტში
Nobody in the media actually realised that the person the banner targeted was not even on the pitch? Florentino Perez. It’s him who instigated a slur campaign against Rodri & boycott of the ceremony by his clubs’ players. Point needed making whatever the result of the game. pic.twitter.com/bWDQg6lwFh
— 1894 (@WeAre1894) February 12, 2025
ჩემპიონთა ლიგის 'პლეი ინის' პირველ მატჩში მანჩესტერელები რეალთან 2:3 დამარცხდნენ. გამეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.