Belive

არაბეთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს არაბეთის ქალაქ ჯიდაში 2023 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, ,,მანჩესტერ სიტის'' სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.

გვარდიოლას გუნდი, რომელიც გათამაშებაში ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვება, მექსიკურ ,,ლეონსა'' და იაპონურ ,,ურავა რედს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ჯერჯერობით უცნობია მეორე ნახევარფინალური წყვილის მონაწილეები - ერთ-ერთი მათგანი ,,ალ იტიჰადს (არაბეთი), ,,ოკლენდ სიტისა'' (ახალი ზელანდია) და ,,ალ აჰლის'' (ეგვიპტე) შორის გაირკვევა, ხოლო მეორე კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული იქნება (ბოკა ხუნიორსი, პალმეირასი, ფლუმინენსე ან ინტერნასიონალი).

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 12 დეკემბერს ,,ალ იტიჰადისა'' და ,,ოკლენდ სიტის'' შეხვედრით გაიხსნება. ნახევარფინალური მატჩები 18 და 19 დეკემბერს გაიმართება, ფინალი კი 22-ში.

სხვა სტატიები