Belive

ბავშვების რეაქცია ნაპოლის გაშვებულ გოლზე - ვიდეო, რომელსაც გულგრილად ვერ უყურებთ

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" დაპირისპირება შედგა.

იმ შემთხვევაში, თუ "ნაპოლი" მეტოქის დამარცხებას შეძლებდა, ჩემპიონის ტიტულს 6 ტურით ადღე გაინაღდებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მატჩისთვის სრულიად ნეაპოლი განსაკუთრებით ემზადებოდა და დიდსა თუ პატარას საჩემპიონო განცდა ჰქონდა.

სამწუხაროდ "დიეგო მარადონაზე" გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლები ოლივერამ დააწინაურა, მაგრამ 84-ე წუთზე, დიამ "ნაპოლის" კარი აიღო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სოციალურ ქსელებში ბავშვების ვიდეო გავრცელდა, რომლებიც "ნაპოლის" გულშემატკივრობდნენ. გაშვებულმა გოლმა პატარა ფანებზე უარყოფითად იმოქმედა - მათ ემოციების მოთოკვა და ცრემლების შეკავება ვერ შეძლეს.

სხვა სტატიები