Belive

ბარსელონას ვიცეპრეზიდენტმა დაადასტურა, რომ გუნდის ახალი დირექტორი დეკუ იქნება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' ვიცეპრეზიდენტის, რაფაელ იუსტეს თქმით, კატალონიური გუნდის დირექტორის პოსტზე დეკუ დაინიშნება:

,,დეკუ ახალი დირექტორი იქნება, ის გუნდს შემოუერთდება და მატეუ ალემანისთან ერთად იმუშავებს,'' - იუსტეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.

პორტუგალიელი, რომელიც ,,ბარსელონაში'' 2004-2008 წლებში თამაშობდა, სპორტული დირექტორის პოსტზე ჟორდი კრუიფს ჩაანაცვლებს.

,,ბარსელონამ'' მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მოგება შეძლო. კატალონიელები მომავალ შეხვედრას 24 მაისს, ,,ვალიადოლიდის'' წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები