ბარსელონას ფეხბურთელი უმძიმესი ტრავმის გამო ფეხბურთს 9 თვით ჩამოშორდა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონადან" "პაოკ"-ში განათხოვრებულმა ფეხბურთელმა მუსა ვაგემ უმძიმესი ტრავმა მიიღო. 22 წლის მარჯვენა მცველი საბერძნეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში ძელს შეეჯახა, რის შემდეგაც მუხლის მყესი გაიწყვიტა. მუსამ ფეხზე ოპერაცია უკვე გაიკეთა და ცნობილია, რომ მოედანს ის მინიმუმ 9 თვით ჩამოშორდა. ესპანური გამოცემა Marca იმასაც წერს, რომ ასეთმა ტრავმამ ფეხბურთელს, შესაძლოა, კარიერაც კი დაუსრულოს.
იხილეთ ვიდეო:
Moussa Wague has potentially gotten a career ending injury. 😳🥺 pic.twitter.com/HA6kPPoq5X— ͏Amr 🇪🇬 (@AmrFootball) December 18, 2020