ბარსელონას მწვრთნელებს შორის ხავიმ ანტირეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ანტვერპენთან'' სტუმრად 2:3 წააგო.
კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს ხავისთვის ლიგის ჯგუფში მე-6 მარცხი იყო, რაც ,,ბლაუგრანას'' მწვრთნელებს შორის ყველა დროის ანტირეკორდია.
43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, რომელიც ,,ბარსას'' მწვრთნელად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა, კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე სულ 15 მატჩი ჩაატარა (15-ვე ჯგუფურ ეტაპზე) და ,,ანტვერპენის'' გარდა, ,,ბაიერნთან'' (3-ჯერ), ,,ინტერთან'' და ,,შახტართან'' დამარცხდა.
აქამდე ყველაზე ცუდი შედეგი ლუის ვან გაალს ჰქონდა - ნიდერლანდელმა ,,ბარსელონასთან'' ერთად ჯგუფურ ეტაპზე გამართული 32 შეხვედრიდან 5 დათმო.
,,ანტვერპენთან'' წაგების მიუხედავად, ხავის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.