ბარსელონას კანსელუს იჯარით გაფორმება ამ კვირაში სურს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მოლაპარაკებები ,,ბარსელონასა'' და ,,მანჩესტერ სიტის'' შორის ჟოაო კანსელუს კატალონიურ გუნდში იჯარით გადასვლაზე საბოლოო ფაზაშია.
The Athletic-ის ცნობით, ,,ბარსელონას'', რომელსაც გარიგების დასრულება ამ კვირაში სურს, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
კანსელუმ გასული სეზონის მეორე ნახევარი არენდით მიუნხენის ,,ბაიერნში'' გაატარა. პორტუგალიელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მიუნხენურ გუნდს მცველის გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა ,,რეკორდმაისტერმა'' აღნიშნული პუნქტი არ გააქტიურა.