Belive

ბარსელონამ უმტიტისთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავაშირებით უმტიტისთან შეთანხმებას მიაღწია.

ფრანგი მცველი კატალონიურ კლუბს "ლიონიდან" 2016 წელს შეუერთდა. საწყის ეტაპზე სამუელი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, ტრავმებმა მისი სათამაშო ფორმა აშკარად შეარყია. ბოლო პერიოდში უმტიტის შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან უჭირდა და ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. მცველმა კლუბი დატოვა და "ელჩეს" იჯარის წესით შეუერთდა.

განათხოვრების დროის ამოწურვის შემდეგ, უმტიტი "ბარსაში" დაბრუნებას აპირებდა, ვინაიდან მას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებდა. კატალონიელებმა ფრანგს კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზეს, რაზეც უმტიტი დათანხმდა.

"კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად ის ჩვენთან 2026 წლამდე რჩებოდა. "ბარსელონა" მადლობას უხდის უმტიტის გაწეული სამსახურისთვის და უსურვებს წარმატებებს მომავალში." - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

სამუელ უმტიტიმ "ბარსელონას" რიგებში 133 შეხვედრა ჩაატარა და გუნდთან ერთად ორი ლა ლიგის ტიტული, სამი კოპა დელ რეის თასი და ორი ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები