ბარსელონამ სეზონის მეორე ნახევრისთვის დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირება შეძლო
სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილების მიუხედავად, ,,ბარსელონამ'' ლა ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისთვის დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირება მაინც შეძლო.
ესპანეთის სპორტის უმაღლესმა საბჭომ კატალონიურ გუნდს ფეხბურთელების დროებით დარეგისტრირების უფლება მისცა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 3 თვის შემდეგ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ დანი ოლმოს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდებოდა იმ შემთხვევაში თუ გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მის დარეგისტრირებას ვერ შეძლებდა.
მიმდინარე სეზონში ოლმოს ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
🚨🚨 OFFICIAL: The CSD court has granted precautionary measure to Barcelona for Dani Olmo and Pau Victor.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 8, 2025
Both players will be available for the Supercopa already from tonight. ✅ pic.twitter.com/MXzhPZsFiP