ბარსელონამ გუნდის რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 33-ე ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ოსასუნას'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ხავის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კარის მშრალად შენახვა 25-ედ შეძლო, რაც კატალონიელთა რეკორდია.
აქამდე მათი საუკეთესო შედეგი 1986-1987 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა ,,ბარსელონამ'' გოლი 24 მატჩში არ გაუშვა.
ამ მხრივ ლა ლიგის რეკორდსმენი ,,დეპორტივოა'', რომელმაც 1993/94 წლებში გოლის გაუშვებლად 26 შეხვედრა ჩაატარა.