ბარსელონამ დაადასტურა - ხავი კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელია
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
ყატარული ,,ალ სადის'' შემდეგ, ხავის ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა თავად კატალონიურმა გუნდმაც დაადასტურა.
,,ასეც უნდა მომხდარიყო! კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში!'' - წერს ,,ბლაუგრანა'' სოციალურ ქსელში.ერნანდესმა ,,ბარსელონასთან'' კონტრაქტი 2023-2024 წლების სეზონამდე გააფორმა. მისი პრეზენტაცია ორშაბათს, 8 ნოემბერს შედგება.
,,ვიმუშავებთ და 100%-ით დავიხარჯებით. ბოლოს და ბოლოს, ეს ბარსელონაა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, საუკეთესო კი უნდა იმარჯვებდეს. ფრეები და წაგებები მიუღებელია. ამიტომ მოთხოვნები მაქსიმალურია. ვეცდები, ბარსელონას ფეხბურთელები გავახარო. ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს, მაგრამ მკაფიო მიზანი გვაქვს - მოგება! ნამდვილად ბედნიერი ვარ, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევაა, სერიოზული გამოწვევა და მე სახლში - ,,ბარსელონაში'' ვბრუნდები. უდიდესი სიხარულია. გუნდს ნდობისთვის მადლობას ვუხდი. გარიგებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. ყველაფერი კარგად მიდის,'' - განაცხადა ხავიმ.ხავიმ ,,ალ სადის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 წელი იმუშავა. კატალონიელებს 41 წლის სპეციალისტის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ, საიდანაც ნაწილი ყატარულ გუნდს ერგო, ნაწილი კი თავად ერნანდესს.
Xavi Hernández returns home 6 years after his goodbye from Camp Nou 💙❤️ — FC Barcelona (@FCBarcelona) November 6, 2021