Belive

ბარსელონამ არაუხო შვებულებაში გაუშვა - განუსაზღვრელი ვადით

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას კაპიტანს, რონალდ არაუხოს, კლუბმა განუსაზღვრელი ვადით შვებულება მისცა - ფეხბურთელმა ეს თავად მოითხოვა.

ურუგვაის ნაკრების წევრმა, კლუბის სპორტულ დირექტორ დეკუსთან მოლაპარაკება გამართა მას შემდეგ, რაც ის ალავესთან გამართული მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა (ბარსელონამ 3:1 მოიგო).

ცენტრალური მცველის პრობლემები მას შემდეგ დამძიმდა, რაც გასულ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე, ჩელსისთან წაგებულ შეხვედრაში (3:0) მოედნიდან გააძევეს.

The Athletic-ის ცნობით, დეკუმ ურუგვაელის დასვენება მისი აგენტების მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა. არაუხო ცუდ მენტალურ მდგომარეობაშია და კლუბი მას 'აღდეგენისთვის' საჭირო დროს მისცემს.

სხვა სტატიები