Belive

ბარსელონამ 3 ფეხბურთელი გაუშვა - ოლმოს რეგისტრირება კი კვლავ ვერ ხერხდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიური გრანდი, მოქმედ ევროპის ჩემპიონს და კლუბის ახალწვეულს - დანი ოლმოს კვლავ ვერ არეგისტრირებს და სავარაუდოა, რომ ესპანელის დებიუტი ლა ლიგის მესამე ტურშიც ვერ შედგეს.

კლუბის ფინანსურმა მდგომარეობამ ხელფასების სტრუქტურის კორექტირება აუცილებელი გახადა. ამ ფაქტის გამო კი "ბარსელონამ" კლუბიდან 4 ფეხბურთელი: ილქაი გიუნდოგანი, მიკაილ ფაიე, კლემან ლენგლე და ვიტორ როკე გაუშვა, თუმცა ფაქტია, რომ ფინანსური პრობლემები კვლავ ვერ ლაგდება, რის გამოც დანი ოლმოს რეგისტრაცია კვლავ ვერ ხერხდება.

ფეხბურთელების კლუბიდან გაშვება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კლუბმა დანი ოლმოს რეგისტრაცია დაასრულოს, სწორედ ამის გამო, მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ლა ლიგის მესამე ტურის მატჩს "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამოტოვებს და მისი დებიუტი კვლავ გადაიდება.

დანი ოლმოს თაობაზე, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, "რაიო ვალეკანოსთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მე მჯერა კლუბის, მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ რაც შეიძლება მალე დანი ოლმო დავარეგისტრიროთ.

ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც ვერ თამაშობს დარეგისტრირების გამო, არ შეიძლება იყოს ბედნიერი, მაგრამ მან ჩვენი კლუბის ფინანსური მდგომარეობისა და გასაჭირის შესახებ იცის..." - ჰანსი ფლიკი

"რაიო ვალეკანოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 27 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე შედგება.

სხვა სტატიები