Belive

ბარსელონა რაფინიას დაკარგვის გამო ფულად კომპენსაციას მიიღებს

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიასა და საფრანგეთს შორის ამხანაგურ მატჩში (1:2) რაფინიას ტრავმა, ბარსას აიძულებს, ლა ლიგის ხუთი მატჩი და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრები ატლეტიკოსთან, ბრაზილიელი ვინგერის გარეშე ჩაატაროს.

ბრაზილიასა და საფრანგეთს შორის ამხანაგურ მატჩში რაფინიამ მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და დაახლოებით ხუთი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს პერიოდი აღემატება ფიფას კლუბების დაცვის სქემით მოთხოვნილ მინიმუმს, რომელიც ზედიზედ 28 დღეა, ამიტომ კატალონიურ კლუბს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს.

ბარსელონა ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს, თუმცა სპორტული თვალსაზრისით, ბრაზილიელის არყოფნის მნიშვნელობა გაცილებით მაღალია, ვიდრე FIFA-სგან გადასახდელი თანხა - ეს მხოლოდ 143 836 ევროა.

სხვა სტატიები