Belive

ბარსელონა მზადაა, სეზონის ბოლოს, რაფინია გაყიდოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონა" მზად არის, სეზონის ბოლოს, მათი ბრაზილიელი შემტევი რაფინია გუნდიდან გაუშვას.

აშკარაა, რომ 26 წლის გარემარბმა გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კატალონიელთა გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია. მან 18 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. როგორც Sportskeeda იუწყება, ხავის ურჩევნია, რომ მის ნაცვლად მოედანზე უსმან დემბელემ ითამაშოს.

კატალონიელები ცდილობენ, რომ ბრაზილიელის გაყიდვით ფინანსური ფეარპლეი არ დაარღვიონ. ესპანური კლუბი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებით 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბმა უკვე გამოთქვა სურვილი რაფინიას დამატებაზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას "ბარსელონაში" დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელი 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.

სხვა სტატიები