ბარსელონა მსაჯთა გადაწყვეტილებებს UEFA-ში გაასაჩივრებს
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" UEFA-ში ოფიციალური საჩივრის შეტანას აპირებს.
კატალონიელები "ინტერთან" შეხვედრისას მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი დარჩნენ.
MAFIA!! @UEFAcom @ChampionsLeague pic.twitter.com/1WxqNfuD44
— Zona Blaugrana (@Zona_Blaugrana) October 4, 2022
სიტუაცია ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როდესაც მატჩის მთავარმა არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმა, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პენალტი არ დანიშნა. მატჩის დასრულებისას ხავიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რაც დღეს მოხდა. ეს უსამართოლბაა. მსაჯებს ამის გამო პასუხისგება მოუწევთ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არცერთ არბიტრს ჩემს კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა."
ლა ლიგის ყოფილმა მსაჯმა, ედუარდო იტურალდემ მკაფიოდ დააფიქსირა მისი აზრი ამ მატჩის შესახებ. ესპანელი მსაჯი ამბობს, რომ ბუსკეტსთან შეჯახებისას ჩალჰანოღლუს წითელი ეკუთვნოდა, არ დაინიშნა პენალტი, დუმფრისის მიერ საჯარიმოში ხელის თამაშის გამო და ლევანდოვსკის წაქცევისთვის ასევე არ დაიდო თერთმეტმეტრიანი.
Wrong decisions from the referee tonight:
— Barça Universal (@BarcaUniversal) October 4, 2022
- Penalty not called for handball by Dumfries
- Penalty not called for pushing Lewandowski
- Red card not given to Çalhanoglu for his tackle on Busquets
— @ellarguero
ესპანური გამოცემა AS-ის მტკიცებით, "ბარსელონა" საჩივარს ამზადებს. ოფიციალურ დოკუმეტში ნაჩვენები იქნება ფოტოები, სადაც აღნიშნულია ის მომენტები, სადაც მსაჯებმა უხეში შეცდომები დაუშვეს.
"ინტერთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ, "ბარსელონა" სამიქულით C ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.