ცნობილი გამოცემა "Daily Mail" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
იმ შემთხვევაში თუ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, "ბარსელონა" ვალდებული იქნება, რომ "ლივერპულს" 5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
იმ დროს, როდესაც კატალონიელებმა ფილიპე შეიძინეს, კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტში ჩაიწერა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თუ კოუტინიო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, "ბლაუგრანა" "მერსისაიდელებს" დამატებით ბონუსს, 5 მილიონი ევროს სახით გადაუხდის.
ბრაზილიელი, ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით არის განათხოვრებული და ოფიციალურად იგი კვლავ "ბარსას" საკუთრებაა.
აქედან გამომდინარე ხსენებული პუნქტი კვლავ აქტიურია.