გუშინ, 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩები გაიმართა, სადაც "ნაპოლი" - "ბარსელონას" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
გუშინდელ მატჩში ყვითელი ბარათი მიიღეს სერხიო ბუსკეტსმა, ანტუან გრიზმანმა და ლეო მესიმ, ხოლო არტურო ვიდალი კი წითელი ბარათით დაისაჯა. სერხიო ბუსკეტსი გაფრთხილების გამო "ნაპოლისთან" განმეორებით მატჩს გამოტოვებს, ასევე განმეორებით მატჩს გამოტოვებს არტურო ვიდალი, რომელიც გუშინ უხეშობის გამო წითელი ბარათით დაისაჯა.
მოთამაშეები, რომლებიც "ბარსელონა" "ნაპოლის" განმეორებით მატჩს გამოტოვებენ: სერხიო ბუსკეტსი, არტურო ვიდალი, ლუის სუარესი, სერხი რობერტო, ხორდი ალბა, მარტინ ბრაითვეითი, უსმან დემბელე. ამ სიას შეიძლება მიემატოს ხერარდ პიკე, რომელმაც გუშინ მცირე ტრავმა მიიღო და შესაძლოა ელ კლასიკოც გამოტოვოს.