ბარსელონა ხავის შემცვლელად ტომას ტუხელს მოიაზრებს
"ბარსელონა" ახალი მწვრთნელის ძებნას განაგრძობს. როგორც Diario Sport იტყობინება, კატალონიური გუნდის ხელმძღვანელებს, კერძოდ კი, მის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას სურთ "ბარსელონაში" აღიარებული ავტორიტეტის მქონე სპეციალისტი მოიწვიონ - სასურველია, მას ჰქონდეს ჩემპიონთა ლიგის მოგების გამოცდილება.
სპეციალისტი, რომელმაც ბარსელონას ინტერესი გამოიწვია, ტომას ტუხელია. კატალონიაში მიაჩნიათ, რომ ეს ვარიანტი საკმაოდ რეალურია, რადგანაც მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს "რეკორდმაისტერში" დიდად არ ემადლიერებიან.
რაც შეეხება მეორე მხარეს, თავად ტუხელის გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პროექტს შესთავაზებს "ბარსელონა". ტუხელისთვის მთავარია, რომ გუნდს უმაღლესი ამბიციები ჰქონდეს.
გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ხავი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.