ბარსელონა ჯგუფში ჩარჩენის შემთხვევაში £18 მილიონს დაკარგავს
იმ შემთხვევაში თუ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევს, კატალონიელები 18 მილიონ ფუნტს იზარალებენ. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
Full story:https://t.co/qOD3oxnEiD
— SPORTbible (@sportbible) October 13, 2022
"ბარსელონამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის აღდგენის მიზნით 132 მილიონი დახარჯა. იმისათვის, რომ გუნდს ფინანსური პრობლემები არ შეექმნას, მათ მინიმუმ 1/8 ფინალამდე უნდა მიაღწიონ.
ბოლო შეხვედრაში კატალონიელებმა “ინტერის” წინააღმდეგ ფრე 3:3 ითამაშეს და ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაირთულეს. “ბარსელონა” საკმაოდ ახლოს იყო მარცხთან, თუმცა, ლევანდოვსკიმ ბოლო წუთზე მოახერხა და გუნდი წაგებას გადაარჩინა.
ამ ყველაფრის ფონზე, ესპანელებს მოუწევთ დარჩენილი ორი მატჩის მოგება და იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდნენ, "ინტერმა" "ბაიერნთან" და "პლზენთან" ქულები უნდა დაკარგოს. იმ შემთხვევაში თუ, მილანური კლუბი "პლზენს" დაამარცხებს, ოფიციალურად "ბარსელონა" ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევს.