Belive

ბარსელონა ბრაზილიელი ტალანტის ტრანსფერს დღეს ან ხვალ დაადასტურებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ატლეტიკო პარანაენსეს'' თავდამსხმელი, ვიტორ როკე კარიერას ,,ბარსელონაში'' გააგრძელებს.

ტრანსფერი ოფიციალურად დღეს ან ხვალ დადასტურდება, თუმცა 18 წლის ფეხბურთელი 2024 წლის იანვრამდე არენდით ბრაზილიურ გუნდში დარჩება.

როკეს გადაბირებით სხვა გრანდიც ინტერესდებოდა, რომელიც შემტევს სამჯერ მაღალ ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ბრაზილიელმა ,,ბარსელონაში'' თამაში გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე ,,ატლეტიკო პარანაენსეს'' მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 15 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ესპანური მედიის ცნობით, კატალონიურ გუნდს როკეს ტრანსფერი 45 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

სხვა სტატიები