Belive

მიხელსისა და კოვაჩის აიაქსი პირველია - FourFourTwo-მ ყველა დროის საუკეთესო გუნდები დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი 1965-73 წლების ,,აიაქსია''.

,,რინუს მიხელსის ხელმძღვანელობით ,,აიაქსში'' საფირმო სქემა 4-3-3 დამკვიდრდა და ტოტალური ფეხბურთი დაიბადა. 1971 წელს, როცა მან გუნდი დატოვა, მისმა შემცვლელმა, შტეფან კოვაჩმა, ფეხბურთელებს შეტევაში კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მისცა.

გუნდის მთავარი ვარსკვლავი იოჰან კრუიფი იყო, რომელიც თავის ორკესტრს ტიპური პომპეზურობით დირიჟორობდა. ჩემპიონთა თასზე მათი ზედიზედ მე-3 გამარჯვებიდან 40 წელზე მეტი გავიდა - აიაქსის 4-3-3 ფეხბურთის ყველაზე მოქნილ სქემად რჩება. თუმცა, ის, რაც მათ ყველასგან გამოარჩევდათ გრძელი თმები, როკსტარული სითამამე და ლამაზი თამაშია.'' - წერს FourFourTwo

რეიტინგში არაერთი ლეგენდარული გუნდი, მათ შორის 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები მოხვდა, რომელმაც მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. სიაშია პუშკაშისა და დი სტეფანოს მადრიდის ,,რეალი'' და გვარდიოლას ,,ბარსელონა''.

FourFourTwo - 10 საუკეთესო გუნდი ფეხბურთის ისტორიაში:

  1. აიაქსი 1965-1973

  2. ბრაზილია 1970

  3. მილანი 1987-1991

  4. რეალი 1955-1960

  5. ბარსელონა 2008-2011

  6. ლივერპული 1975-1984

  7. ესპანეთი 2007-2012

  8. ინტერი 1962-1967

  9. სანტოსი 1955-1968

  10. უნგრეთი 1950-1956

სხვა სტატიები