Belive

ბარსელონა 300 ევროთი დააჯარიმეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებული სასამართლო დავა დასრულდა. მადრიდის "ატლეტიკომ" "ბარსელონას" იმის გამო უჩივლა, რომ კატალონიელებმა ანტუან გრიზმანთან მოლაპარაკებები მიმდინარე წლის მარტში დაიწყეს. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები მარტში მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" რაიმე დოკუმენტი ვადაზე ადრე გააფორმეს. მადრიდელები ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ სულ სხვა და შეიძლება ითქვას, რომ კურიოზული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ "ბარსელონა" 300 ევროთი დააჯარიმა.

სხვა სტატიები