ბარნლიმ რონალდინიოს შვილი 25-კაციან განაცხადში შეიყვანა
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რონალდინიოს შვილი, ჟოაო მენდეში ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში ,,ბარნლის'' განაცხადში იქნება.
ინგლისური მედიის ცნობით, კლუბმა ბრაზილიელი შემტევი 25 ფეხბურთელს შორის მოახვედრა.
19 წლის მენდეშის ანგარიშზე ,,ბარნლის'' 21-წლამდელთა გუნდში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
,,ბარნლი'', რომელიც მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში ასპარეზობს, 32 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. სკოტ პარკერის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 15 თებერვალს, ,,პრესტონის'' წინააღმდეგ გამართავს.