Belive

ბალოტელი: ,,მოურინიო არის მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' ყოფილმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, ჟოზე მოურინიოსთან მუშაობაზე ისაუბრა:

,,მოურინიო არასდროს ყოფილა მწვრთნელი, რომლის გუნდებიც გახსნილ ფეხბურთს თამაშობდნენ. ჟოზეს აქვს ქარიზმა, გამოხატავს თავდაჯერებულობას და სპორტულ ბრაზს.

 

ის ტაქტიკაზე ზედმეტს არ ფიქრობს და ფეხბურთზე თავისი წარმოდგენები აქვს. ამ კაცმა იცის, როგორ გაგაცინოს. დიდი მოტივატორია, რომელსაც შეუძლია, საკუთარ მოთამაშეებში ყველაზე კარგი და ცუდი თვისებები გამოავლინოს. ინტერში 25 ფენომენალურ ფეხბურთელთან ერთად ვითამაშე.

 

რომაში მივიდა და მაშინვე კონფერენს ლიგა მოიგო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის არის მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს,'' - განაცხადა ბალოტელიმ.

ბალოტელი მოურინიოს ,,ინტერში'' 2008-2010 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში მილანურმა გუნდმა სერია A (ორჯერ), იტალიის თასი, სუპერთასი და ჩემპიონთ ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები