Belive

ბაიერნში ოლივერ კანის პოზიციები შეირყა - თანამშრომლობის გაგრძელება საეჭვოა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" თავს არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ კანის პოზიციებს საფრთხე ემუქრება.

როგორც გერმანული მედია-საშუალება SportBild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს, "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭო 22 მაისს სხდომას გამართავს, რათა გადაწყვიტოს ოლივერ კანის მომავალი. ლეგენდარული გერმანელი მეკარე ყურადღების ცენტრშია "რეკორდმაისტერის" ცუდი შედეგების შემდეგ.

იმავდროულად, გერმანიის Sky Sports-მა ასევე დაადასტურა, რომ კანის მომავალი "ბაიერნში" საეჭვოა, იმ შემთხვევაში კი თუ სეზონის ბოლომდე გუნდისთვის არსახარბიელო შედეგები დაფიქსირდება, შეიძლება პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს.

მიუნხენის "ბაიერნი" უეფას ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა, როცა "მანჩესტერ სიტისთან" ორმატჩიან დუელში (1:4) დამარცხდა, ასევე გუნდი გერმანიის თასს "ფრაიბურგმა" გამოთიშა, ხოლო ბუნდესლიგაში 10-წლიანი დომინირების შეწყვეტას მას შემდეგ მიუახლოვდა, რაც ლიდერ პოზიციაზე დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩაანაცვლა და 29 ტურის შემდეგ 1 ქულით გადაასწრო. 

სხვა სტატიები