Belive

ბაიერნმა რეალ მადრიდის რეკორდი გააუმჯობესა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენელებმა დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართეს და "პლზენი" დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით "რეკორდმაისტერმა" მეტოქეებთან უპირატესობა უფრო გაზარდა და C ჯგუფში, 9 ქულით ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა. ეს მოგებული მატჩი კიდევ ერთი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი. "ბაირენმა" შეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 31 შეხვედრა დაასრულა დაუმარცხებლად, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის რეკორდია. პირველი გუნდი, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია "რეალ მადრიდი" იყო. სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 30 მატჩი იყო დაუმარცხებელი.

შემდეგ შეხვედრაში "ბაიერნი" პრინციპულ მეტოქეს "დორტმუნდს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მომავალ ტურში ისინი კვლავ "პლზენს" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა 12 ოქტომბერს ჩეხეთში "დოოსან არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები