Belive

ბაიერნმა კიმის ტრანსფერი დაადასტურა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილი მცველი, კიმ მინ-ჯე კარიერას მიუნხენის ,,ბაიერნში'' გააგრძელებს. ინფორმაციას რეკორდაისტერის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სამხრე კორეელმა გერმანულ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახალ კლუბში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

,,ბაიერნში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. აქ განვითარებას გავაგრძელებ. კლუბის წარმომადგენლებთან საუბრისას, თავიდანვე ცხადი იყო, რამდენად იყვნენ ისინი ჩემით დაინტერესებულნი. ჩემი მთავარი მიზანი ბევრი მატჩის ჩატარებაა, გარდა ამისა, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება მსურს,'' - განაცხადა მცველმა.

კიმმა გასულ სეზონში ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. იტალიური მედიის ცნობით ,,ბაიერნმა'' ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევრომდე გადაიხადა.

სხვა სტატიები