ბაიერნმა გუნდის მწვრთნელი 2023 წლამდე აირჩია
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდია - გერმანელები სატრანსფერო პერიოდზე აქტიურად ზრუნავენ, მათ სამიზნეში უკვე 2 ფეხბურთელია - ადამა ტრაორე და ტიმო ვერნერი. ასევე "ბაიერნის" მესვეურებმა გუნდის მოქმედ მთავარ მწვრთნელს, ჰანს ფლიკს, გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გერმანელი სპეციალისტი "რეკორდმაისტერს" 2023 წლამდე უხელმძღვანელებს.
მას შემდეგ, რაც ნიკო კოვაჩმა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფლიკს გადააბარა, ამ უკანასკნელმა დროებითი მწვრთნელის სტატუსი არამც თუ მცირედით გაიხანგრძლივა, არამედ გუნდის დირექტორატს 3-წლიანი კონტრაქტი "გამოსტყუა". ფლიკთან კონტრაქტის გახანგრძლივება შეაფასა გუნდის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ: "ფლიკთან თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილები ვართ. გუნდი პროგრესირებს, თამაშობს სანახაობრივ ფეხბურთს და ამ ყველაფერს, შედეგიც მოაქვს. პირადად მე, ძალიან მომწონს კლიკის მიდგომა და მისი დამოკიდებულება გუნდთან. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ფლიკს და დარწმუნებულები ვართ, რომ ის ჩვენს იმედებს გაამართლებს", - განაცხადა რუმენიგემ. ჰანს ფლიკმა რომ ზემოთხსენებული კონტრაქტი დამსახურებულად მიიღო მის მიერ ჩატარებული მატჩების შედეგები ამ ყველაფრის ნათელი დასტურია:View this post on InstagramHansi #Flick has put his new pen to good use! 😉 #Flick2023 🖊️ ✔️ #FCBayern #MiaSanMia