ბაიერნის მწვრთნელი ბარსელონას ქუჩებში დააყაჩაღეს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანური და კერძოდ, კატალონიური მედიის ინფორმაციით, ვენსან კომპანის ერთ-ერთი ასისტენტი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ბარსელონაში დააყაჩაღეს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გასამართი მატჩის წინ, სამწვრთნელო გუნდის ერთ-ერთი წევრი, ქალაქის ქუჩაში დააყაჩაღეს. მას ტელეფონი და საფულე მოპარეს.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანომ გამოძიება უკვე დაიწყო.
"ბარსელონასა" და "ბაიერნის" მატჩი 23 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.