Belive

ბაიერნის ფეხბურთელების ცოლები და შეყვარებულები ბილეთების გარეშე დარჩნენ

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ლონდონის "არსენალი" საკუთარ მოედანზე "ბაიერნ მიუნხენს" მიიღებს. ცნობილი გახდა, რომ ბავარიული კლუბის მოთამაშეების ცოლები და შეყვარებულები თამაშს თვალს სტადიონიდან ვერ მიადევნებენ, რადგან უეფამ მათ მატჩზე დასასწრები ბილეთები არ გადასცა.

უეფამ, მიუნხენელ გულშემატკივრებს, არსენალთან მატჩზე დასწრება ტრიბუნებზე პიროტექნიკის გამოყენების რამდენიმე შემთხვევის გამო აუკრძალა. უახლესი ასეთი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ლაციოსთან" მატჩში დაფიქსირდა. სანქციის მიუხედავად, ბაიერნის ზოგიერთი მოთამაშე ოპტიმისტურად იყო განწყობილი სიტუაციის მიმართ და ფიქრობდა, რომ მათი ცოლები და შეყვარებულები მაინც იქნებოდნენ სტადიონზე, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

სასჯელის გამო, ბაიერნმა მეოთხედფინალის პირველი მატჩის ბილეთების მინიმალური რაოდენობა მიიღო. ისინი მიიღეს კლუბის მენეჯერებმა და თანამშრომლებმა, ასევე თომას ტუხელის ასისტენტთა გუნდის წევრებმა. ფეხბურთელების ცოლებსა და შეყვარებულებს ბილეთები არ მიუღიათ, თუმცა ჯოშუა კიმიხისა და ერიკ დაერის ცოლები უკვე გაფრინდნენ ლონდონში. ბაიერნის სხვა ფეხბურთელების მეუღლეები და შეყვარებულები მიუნხენში დარჩნენ.

Bild-ის ცნობით, ბაიერნის მოთამაშეები ამ სიტუაციის გამო გაბრაზებულები არიან.

სხვა სტატიები