მაქს ებერლი: "ლუის დიასის შემდეგ, არავის ყიდვა აღარ არის საჭირო"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა - მაქს ებერლიმ, გერმანულ მედიასთან "რეკორდმაისტერების" შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, ლუის დიასის დამატების შემდეგ, ისინი აღარავის დამატებას აღარ აპირებენ.
,,ლუის დიასის ტრანსფერის შემდეგ, გუნდი მომავალი სეზონისთვის უკვე კარგად არის დაკომპლექტებული - ჩვენ აღარ გვჭირდება არავინ. ამიტომ, ახლა ახალი ტრანსფერების აუცილებელი საჭიროება არ არის. თუმცა, თვალს მაინც ვადევნებთ ბაზარს და მზად ვიქნებით, თუ კარგი შესაძლებლობა გამოჩნდება.” - მაქს ებერლი
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე, მიუნხენურმა გრანდმა ლუის დიასი, ჯონათან ტა და ტომ ბიშოფი დაიმატა.
მიუნხენელები ახალ სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებენ, სადაც გერმანიის სუპერ თასზე ლაიფციგს დაუპირისპირდებიან, 22 აგვისტოდან კი სტარტს ბუნდესლიგა აიღებს.