Belive

"ბაიერნი მამარდაშვილთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს" - ფაბრიციო რომანო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტული მედია საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, “ღამურებისთვის” ფინანსური სარგებელის მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კლუბი მზადაა მამარდაშვილს 20-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ "ბაიერნი" გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

"მიუნხენის "ბაიერნი" გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას მომდევნო დღეებში გეგმავს. ცნობილია, რომ "ბაიერნში" გადასვლა კიპერსაც სურს. "ბაიერნი" ჰარი კეინის ტრანსფერითაა აქტიურად დაკავებული, თუმცა, ქართველი კიპერი სატრანსფერი სიაშია. ახლა ჯერი ესპანელებზეა", - ფაბრიციო რომანო.

სხვა სტატიები