Belive

ბაიერნი მაკაბის დანიელ პერეცის ტრანსფერზე შეუთანხმდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თელ-ავივის ,,მაკაბის'' მეკარე, დანიელ პერეცი, რომელმაც ისრაელის ნაკრების რიგებში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თავი არაერთხელ გამოიჩინა, კარიერას მიუნხენის ,,ბაიერნში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,რეკორდმაისტერი'' ,,მაკაბის'' მეკარის ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდა. გერმანული გრანდი მის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაიხდის.

პერეცი ხვალ კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე ,,მაკაბის'' მაისურით ბოლო შეხვედრას ჩაატარებს, შემდეგ კი მიუნხენში გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

სხვა სტატიები