Belive

ბაიერნი ენდი რობერტსონის ტრანსფერით ინტერესდება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულ და გერმანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნი" ენდი რობერტსონის ტრანსფერითაა დაინტერესებული. სხვადასხვა წყარო აღნიშნავს, რომ "რეკორდმაისტერს" პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის მცველის შეძენა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

29 წლის ენდი რობერტსონი "ლივერპულს" 2017 წელს შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. შოტლანდიელმა "ლივერპულის" მაისური პრემიერ ლიგის 208 მატჩში მოირგო და მერსისაიდელებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის ტრიუმფატორი გახდა.

სხვა სტატიები