Belive

B ლიგაში დარჩენისა და დაწინაურების შანსები - საქართველო აშკარა ფავორიტია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად, საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

პლეი-ოფის შეხვედრების წინ, Football Meets Data-მ ნაკრებების B ლიგაში დარჩენისა და დაწინაურების შანსები შეაფასა. 4 წყვილს შორის ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტი საქართველოს ნაკრებია - 83%-ია იმის ალბათობა, რომ ვილი სანიოლის გუნდი ორმატჩიან დაპირისპირებაში სომხეთს აჯობებს და დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.

B ლიგაში დარჩენის/დაწინაურების შანსები:

  • საქართველო (83%) - სომხეთი (17%)

  • ირლანდია (67%) - ბულგარეთი (33%)

  • სლოვენია (54%) - სლოვაკეთი (46%)

  • ისლანდია (53%) - კოსოვო (47%)

საქართველოსა და სომხეთს შორის საპასუხო მატჩი კვირას, 23 მარტს, თბილისში გაიმართება.

სხვა სტატიები