აზარი შეუდარებელი იყო | მონატრებული პერფორმანსი ბელგიელისგან
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, მადრიდის "რეალმა" "სელტიკი" ანგარიშით 0:3 დაამარცხა. დამაჯერებელი გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შტრიხი ედენ აზარის დამაჯერებელი ასპარეზობა იყო.
ბელგიელმა ტრავმირებული ქარიმ ბენზემა შეცვალა, რომელიც "სელტიკის" ქომაგმა მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილა. მისი ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
აზარი მოედანზე 30-ე წუთზე გამოვიდა და შესანიშნავ მონაგარს მოუყარა თავი.
- მიიღო საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა;
- საგოლე პასი მისცა მოდრიჩს;
- თავად გაიტანა 1 გოლი.
Hazard VS Celtic https://t.co/SeWVLCwRzx
— WolfRMFC (@WolfRMFC) September 6, 2022
"ვთქვი და ვასრულებ: ვაპირებ რომ დავუბრუნდე ძველ ფორმას და ვითამაშო უფრო მეტი", - თქვა აზარმა თამაშის დასრულების შემდეგ.
ბელგიელი შემტევის შესახებ ტონი კროოსმაც ისაუბრა:
"აზარის სათამაშო კლასის შესახებ კითხვა არავის გასჩენია, მას უბრალოდ ტრავმები აწუხებს. დღეს იგი მოედანზე შემოვიდა და ყველაფერი კარგად შეასრულა. ვიმედოვნებ, რომ ასეც გააგრძელებს", - თქვა გერმანელმა.
იხილეთ მიმოხილვა
31 წლის მარცხენა ვინგერი "რეალმა" 2019 წელს, €115 მილიონის სანაცვლოდ, კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად შეიძინა. მუდმივი ტრავმების ფონზე, მისი პოტენციალის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ "რეალში" აზარს ფეხბურთი არც უთამაშია (69 შეხვედრა, 7 გოლი, 10 ასისტი). მადრიდულ გრანდში გადასვლის შემდეგ, ტრავმების გამო, მას უქმობა 480 დღის განმავლობაში მოუწია, რაც, ცხადია, მის სათამაშო ხარისხსა და შედეგიანობაზე პირდაპირ აისახა.
მიმდინარე სეზონში, "რეალმა" ოფიციალური ეგიდით, ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო (საშუალოდ 2.67 გოლი მატჩში). მომდევნო შეხვედრაში, მადრიდელები საშინაო მოედანზე "მალიორკას" უმასპინძლებენ.