Belive

ავსტრიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მოკლეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ეროვნული ნაკრებისა და "ფეიენოორდის" ყოფილი ნახევარმცველი - ვოლკან კაჰრამანი, 43 წლის ასაკში, ვენაში მოკლეს.

კარიერის განმავლობაში კაჰრამანი "ფეიენოორდის", "ზალცბურგის", "ლასკის", ვენის "ავსტრიის" შემადგენლობაში თამაშობდა. ეროვნულ ნაკრებში კი 2022 წელს 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

ვენის "ავსტრიის" ყოფილი ვარსკავლავი საკუთარ სამშობლოში, კერძოდ კი ვენაში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარედ, ბიზნესპარტნიორებთან საუბრის დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს, მკვლელმა კი ავსტრიელი ფეხბურთელის მოკვლის შემდეგ, თავი მოიკლა.

კარიერის დასრულების შემდეგ კაჰრამანი პოლიტიკაში წავიდა, შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

ვენის პოლიციის სპიკერმა - დანიელ ფურსტმა, ამ ფაქტის შესახებ განცხადება გააკეთა:

"დაახლოებით 11:40 საათზე მივედით დანაშაულის ადგილზე, სადაც საზარელი სურათი ვიხილეთ. ვოლკან კაჰრამანი უმძიმეს მდგომარეობაში დაგხვდა, ადგილზე დროულად გამოცხადდა გადაუდებელი დახმარების მანქანები, თუმცა ყველანაირი ცდა უშედეგო აღმოჩნდა..."

სხვა სტატიები