Belive

"ავსტრიაში ძალიან კარგ პირობებში ვემზადებით" - ლევან შენგელია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობს. პირველი დღის მსგავსად, შეკრების მეორე დღესაც 14-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი ლევან შენგელიამ გააკეთა, რომელიც საბერძნეთთან მიღებული ტრავმის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში, შენგელია აღნიშნავს, რომ "ჯვაროსნები" იდეალურ გარემოში ემზადებიან.

ვემზადებით ავსტრიაში, ძალიან კარგ პირობებში, სადაც შეგვიძლია სრულად ვკონცენტრირდეთ ჩვენს საქმეზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ამ ეტაპზე, სრული შემადგენლობით არ ვართ, რადგან ჯერ ყველა ფეხბურთელს არ დაუმთავრებია საკლუბო სეზონი.

გარემო, რომელიც ახლა ეროვნულ ნაკრებშია ყველანაირ საშუალებას გვაძლევს მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. ბედნიერების მომტანია ემოციები, რომლებიც თან ახლავს ამ პროცესს, რადგან ვემზადებით ისეთი თამაშებისთვის, რაც ქვეყნისთვის პირველად ხდება.

ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ კარგად ვითამაშო და ნაკრებს დავეხმარო. - ლევან შენგელია.

შეგახსენებთ, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები