ავსტრალიის კაპიტანი: "მესის ფანი ვარ, თუმცა ყველაფერს ვიზამ, რომ იმედები გავუცრუო..."
2022 წლის მუნდიალი დასკვნით ფაზაში შედის, ხვალ, 3 დეკემბრიდან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფების მატჩი იწყება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ავსტრალიის ნაკრების კაპიტანმა - მილოშ დეგენეკმა, 1/8-ფინალურ მატჩზე და კონკრეტულად ლეო მესიზე ისაუბრა.
"ვფიქრობთ მათ (არგენტინის ნაკრებს) ამოძრავებთ იმის მოტივაცია, რომ ეს მესის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია და ნაკრებიდან ტრიუმფით უნდა გაუშვან, მათ სურთ მოიგონ მსოფლიო ჩემპიონატი და მესიმ სანაკრებო კარიერა უმაღლეს დონეზე დაასრულოს.
ჩვენთვის კი მათი შეჩერება და შემდეგ ეტაპზე გასვლა მთავარი მიზანია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე მესის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა მუნდიალის მოგება მასზე მეტად მინდა და მის შესაჩერებლად ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს".
პლეი-ოფები ნიდერლანდები - აშშ-ს დაპირისპირებით აიღებს სტარტს, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, 23:00 საათზე კი არგენტინა - ავსტრალიას შეხვდება.