Belive

აურელიო დე ლაურენტისი: "ლუის ენრიკეს ნაპოლიზე მეტად პრემიერ ლიგა იზიდავს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციის დაკავების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტზე, ლუის ენრიკეზე ისაუბრა და თქვა, რომ ესპანელი სპეციალისტი რამდენიმე შესაძლო არჩევანს შორის პრიორიტეტს პრემიერ ლიგიდან მიღებულ შემოთავაზებებზე აკეთებს.

"მე ვუთხარი, რომ მას მსგავსი საკვებისა და ადგილების პოვნა გაუჭირდება, თუმცა ლუის ენრიკესთვის ინგლისის პრემიერ ლიგა უფრო მიმზიდველია", - თქვა აურელიო დე ლაურენტისმა.

ლუის ენრიკეს გარდა, ახლა უკვე იტალიის მოქმედი ჩემპიონი კლუბის ხელმძღვანელებს კიდევ რამდენიმე ვარიანტი აქვთ, მათ შორის რაფაელ ბენიტესი, რობერტო დე ძერბი, ჯან პიერო გასპერინი, ვინჩენცო იტალიანო და სხვები არიან.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 2022/23 წლების სეზონს იტალიის სერია A-ს 38-ე ტურის ეგიდით, "სამპდორიას" წინააღმდეგ 4 ივნისს გასამართი შეხვედრით დაასრულებს - მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები