Belive

"ატლეტიკოსთან მისი თამაში სასწაული იქნება" - იამალი ისევ ტრავმირებულია

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ბარსელონა" "ლეგანესთან" სტუმარდ 1:0 დამარცხდა. კატალონიური გუნდი სეზონის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ არასტაბილურად გამოიყურება და ლა ლიგაშიც, პოტენციურად, პირველი ადგილი დაკარგა. მომდევნო ტურში ბარსა "ატლეტიკოს" ხვდება, რომელსაც ასევე 38 ქულა აქვს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ლეგანესთან შეხვედრაში ლამინე იამალი დაშავდა, მან პირველი ტაიმის დასრულებამდე მოითხოვა ცვლილება, თუმცა ფლიკმა ესპანელი 75-ე წუთამდე ათამაშა. ჟურნალისტ ხოსე ალვარესის ინფორმაციით, იამალს კოჭის დაჭიმულობა აქვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლამინი, 22 დეკემბერს, მადრიდის ატლეტიკოსთან ითამაშებს და თუ ეს მოახერხა, "თითქმის სასწაული" იქნება.

მიმდინარე სეზონში, იამალმა ლა ლიგის 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები