ვიდრე ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირება დაიწყება, ბათუმში, "ანგისის საწვრთნელ ბაზაზე" ახალგაზრდული ტურნირი - აჭარის თასი 2019 მიმდინარეობს.
გათამაშებაში, რომელსაც აჭარის ფეხბურთის ფედერაცია სფფ-ს დახმარებით მართავს, 4 ქართული და ამდენივე უცხოური კლუბი მონაწილეობს. ორი "დინამოს" - თბილისის და ბათუმის, "საბურთალოს" და სფფ-ს აკადემიების გარდა, ტურნირზე ესპანური "ვალენსიას" გერმანული "ბაბელსბერგ 03-ის", ჰოლანდიური "პსვ ეინდჰოვენის" და "ესპანეთის საფეხბურთო სკოლის" 14-წლამდე გუნდები გამოდიან.
ტურნირი "ვალენსიას" შეხვედრამ გახსნა, რომელმაც გერმანელები - 8:0 გაანადგურა, დიდი ანგარიშით მოიგო "პსვ-მაც", რომელმაც "ესპანეთის საფეხბურთო სკოლას" 4 უპასუხო გოლი გაუტანა.
მეორე ნაწილი ქართული კლუბების ურთიერთშეხვედრებს დაეთმო და ორივე მატჩი მეგობრული ანგარიშით დასრულდა - ფრე (1:1) ჯერ "საბურთალომ" და ბათუმის "დინამომ", მერე კი თბილისის "დინამომ" და სფფ-მ ითამაშეს (0:0).
ამრიგად, ოთხივე ქართულ კლუბს თითო-თითო ქულა აქვს, "ვალენსიას" და "პსვ-ს" 3-3, ხოლო"ბაბელსბერგი" და "ესპანეთის საფეხბურთო სკოლა" ჯერჯერობით უქულოდ არიან.
ტურნირის მეორე სათამაშო დღის განრიგი ასეთია: