ატალანტამ სასუოლოს ვერ მოუგო - ინტერი იტალიის ჩემპიონია
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში ,,ატალანტა'' ,,სასუოლოს'' ეწვია, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, პირველადგილოსანი ,,ინტერი'' მეორე ადგილზე მყოფ ბერგამოელებს 13 ქულით უსწრებს, შედეგად ანტონიო კონტეს გუნდმა დღეს იტალიის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა და ,,იუვენტუსის'' 9-წლიანი დომინაცია დაასრულა. ,,ნერაძური'' სერია ა-ს გამარჯვებული მეცხრამეტედ გახდა. აღსანიშნავია, რომ მილანელებმა ბოლო ჩემპიონობა 2010 წელს იზეიმეს.
C H A M P I O N S! 🏆⚫🔵#IMScudetto #IMInter #ForzaInter pic.twitter.com/HUerjRIweT — Inter (@Inter_en) May 2, 2021